სექტემბერი 07, 2012

შპს „მეტაკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მეტაკომმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას, ქ. რუსთავში 29XXXX ინდექსით დაწყებული ათასი სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები