მაისი 11, 2012

შპს „მობილაივმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „მობილაივის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვა გაიცა.

კომპანია ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „მობილაივმა“ შემდეგი სახის ნებართვა მიიღო:

ნუმერაციის რესურსი: 903 900 000 – 903 900 049 (სულ ორმოცდათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (ავტომატური ინტერაქტიული)  მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, რესურსი გათვალისწინებულია ავტორიზებული საქმიანობისთვის.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები