აგვისტო 10, 2012

შპს „მობილაივმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მობილაივმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  93900-93949, სულ-ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (დამატებული ღირებულების) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები