წვდომის მენიუ

დეკემბერი 21, 2016 14:17

შპს „მობიტელი“ #F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გახანგრძლივებაში 1 109 019 ლარს და 50 თეთრს გადაიხდის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის“, ბრენდული სახელწოდება - „ბილაინის“ #F39 რადიო-სარელეო კავშირისთვის განკუთვნილი ლიცენზიის მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანია #F39 ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობისთვის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო საერთო ჯამში 1 109 019 ლარს და 50 თეთრს გადაიხდის, აღნიშნული თანხის 30%-ს (332 705,90 ლარი) შპს „მობიტელი“ ერთი თვის ვადაში დაფარავს, დარჩენილ თანხას კი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ჩარიცხავს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები