წვდომის მენიუ

თებერვალი 09, 2016 16:41

შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

კომისიამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს „მობიტელს“ (ბილაინი) აქტივების შესახებ დამატებით დაზუსტებული ინფორმაცია მოსთხოვა, კომპანია ამ ინფორმაციას კომისიაში სამი კვირის ვადაში წარმოადგენს. განმეორებით  შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 10 მარტს გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები