ნოემბერი 20, 2015 18:17

შპს „მობიტელმა“ („ბილაინმა“) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის“ („ბილაინი“) განცხადების საფუძლევლზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა.

კომპანიამ ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-1-6 (ერთი-ექვსი-ნული-ერთი-ექვსი) ავტორიზებული საქმიანობისას, არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად აიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ღირებულება 1500 ლარია, უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე დარეკვა შესაძლებელი იქნება ფიქსირებული და მობილური ქსელების საშუალებით და მისი გეოგრაფიული არეალი საქართველოს მტელი ტერიტორიაა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები