სექტემბერი 28, 2012

შპს „მობიტელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მობიტელმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  900 700 700 – 900 700 799, სულ ასი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები