მარტი 21, 2014

შპს “მობიტელმა“ ნუმერაციით სარგებლობის ნებართვა აიღო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხომაზე შპს „მობიტელმა“ (ბილაინი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა აიღო.

„მობიტელს“ ნუმერაციის რესურსი: სულ 101 037 (ასერთი ათას ოცდაჩვიდმეტი) (995 571 XXX XXX (46 286 სააბონენტო ნომერი) და 995 579 XXX XXX (54 751 სააბონენტო ნომერი)), მობილური საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის სჭირდება.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობისთვის კომპანიამ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წელიწადში 10 103,70 ლარი (0,10 ლარი - 1 სააბონენტო ნომერზე) უნდა გადაიხადოს.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები