ოქტომბერი 08, 2014 14:43

შპს „ნეტსითი“ საქმიანობას ავტორიზაციის გარეშე ეწეოდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ნეტსითის“ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის გამო ჯარიმა დააკისრა.

შპს ,,ნეტსითი“ ქარელის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა ინტერნეტ სერვისით მომსახურებას ავტორიზაციის გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  1441 მუხლის პირველი ნაწილით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისათვის განსაზღვრულია ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით.

კომპანიამ ჯარიმის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები