წვდომის მენიუ

ივნისი 06, 2016 17:42

შპს „ომეგა“ და შპს “სტერეო+“ საერთო ტელემაუწყებლობის ნაცვლად მუსიკალურ-გასართობი პროგრამებით იმაუწყებლებენ, შპს „საფერავი ტვ“ კი საერთო ტელემაუწყებელი გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიების შპს „ომეგას“, შპს „სტერეო+“-ის და შპს „საფერავი ტვ“-ს განცხადებების საფუძველზე მათი ტელემაუწყებლობაზე  ავტორიზაციების მოდიფიცირება განახორციელა.

კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულმა პირებმა შპს „ომეგამ“ და შპს „სტერეო+“-მა სპეციალიზებული - მუსიკალურ/გასართობი პროგრამებით მაუწყებლობის ნებართვა მოითხოვეს, საერთო (საინფორმაციო/საზოგადოებრივ-პოლიტიკური) ტელემაუწყებლობის ნაცვლად.

შპს „საფერავი ტვ“-მ კი სპეციალიზებულის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის უფლების მისაღებად მოითხოვა ავტორიზაციის მოდიფიცირება.

კომისიამ სამივე კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები