შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალმა საქართველოში” მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებრთვა მიიღო.
კომპანია, 552 00X XXX ინბექსზე, 10 000 სააბონენტო ნომრით საერთაშორისო როუმინგულ მომსახურებას შესთავაზებს საქართველოში რეგისტრირებულ აბონენტებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.
კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.