იანვარი 18, 2013

შპს „ქოლცენტრმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ქოლცენტრმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  900 007 000 – 900 007 009 და 900 007 030 - 900 007 039, სულ ოცი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ღირებულების მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები