ნოემბერი 17, 2014 17:32

შპს „რ-რადიოს“ საკითხის შესწავლა დასრულდა

შპს „რ-რადიომ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკითხის შესწავლის პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია - უკანასკნელი ერთი კვირის სამაუწყებლო ბადის უწყვეტი  ჩანაწერი და წერილობითი განმარტება წარმოუდგინა.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „რ-რადიოს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ წერილს სრულად ასაჯაროვებს (იხილეთ თანდართული დოკუმენტი).

პარალელურად გამოიკვეთა შპს „რ-რადიოს“ მიერ N B104 სამაუწყებლო ლიცენზიის პირობის  დარღვევის ფაქტი, რის თაობაზეც კომისიაში დაიწყებულია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთ-ერთ უახლოეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები