წვდომის მენიუ

ივნისი 06, 2016 17:33

შპს „რადექსი“ 3 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდა, შპს „არგოს“ კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „რადექსი“ 3 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდა, შპს „არგოს“ კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

ორივე კომპანია რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს კომისიის მიერ დადგენილ ვადაში და ფორმით არ წარმოადგენდა. კომისიამ, გარდა სანქციის დაკისრებისა, ორივე კომპანიას ათი სამუშაო დღის ვადა განუსაზღვრა კომისიაში ინფორმაციის სრულყოფილად წარმოსადგენად.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები