აგვისტო 07, 2015 15:59

შპს „რადიო არტის“ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „რადიო არტის“ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია სპეციალიზებულ (გასართობ) რადიომაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირდა.

კომისიის გადაწყვეტილებას საფუძვლად შპს „რადიო არტის“ განცხადება დაედო. კომპანიამ ქ. თბილისში მაუწყებლობისთვის განსაზღვრულ სიხშირეზე (97.5 მჰც) საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობის განსაზღვრა მოითხოვა.

კომისიამ დააკმაყოფილა შპს ”რადიო არტის“ მოთხოვნა და კერძო მაუწყებლობის №B52 ლიცენზიაში შეიტანა ცვლილებები.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები