წვდომის მენიუ

ივნისი 08, 2017 13:52

შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ NB89 ლიცენზიის მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ NB89 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით 2027 წლის 15 ივნისამდე გაუგრძელდა, კომპანია აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში  „ავტო რადიოს“  ბრენდული სახელწოდებით მაუწყებლობს.

„ავტო რადიოს“ მაუწყებლობა ხელმისაწვდომია დედაქალაქში, ქ. გორში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. ახალციხეში, ქ. ზუგდიდში, ქ. ყვარელში და ქ. დმანისში. კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 48 357 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. კომპანიამ ეს თანხა, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ერთი წლის ვადაში უნდა ჩარიცხოს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები