წვდომის მენიუ

აგვისტო 26, 2016 15:48

შპს „რაგბი ტვ“-მ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „რაგბი ტვ“-ს მოთხოვნა და კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად დაარეგისტრირა.

კომპანია კერძო სპეციალიზებული (სპორტული) ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გეგმავს. „რაგბი ტვ“ დღე-ღამეში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე  14 საათი იმაუწყებლებს. გავრცელების ტექნოლოგია საკაბელო ქსელის და ინტერნეტ ტექნოლოგია ექნება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია  კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები