დეკემბერი 07, 2015 14:57

შპს „საბავშვო ტელევიზია ცისარტყელამ” მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „საბავშვო ტელევიზია ცისარტყელამ” მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.

შპს „საბავშვო ტელევიზია ცისარტყელა“ საბავშვო-შემეცნებითი გასართობი ტელეპროგრამებით მაუწყებლობის დაწყებას 2016 წლის 1 ივნისიდან გეგმავს. კომპანია კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ავტორიზაციის ფარგლებში დღე-ღამეში ექვსი საათი იმაუწყებლებს, ინტერნეტ ტექნოლოგიის საშუალებით, მომხმარებლისთვის უფასოდ, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს მთელი ტერიტორია იქნება.

კომპანია სამომავლოდ მაუწყბელობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებასაც აპირებს. გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები