ივნისი 09, 2015 18:49

შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელმა“ ქ. ბოლნისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, დღეს 9 ივნისს გამართულ სხდომაზე ქ. ბოლნისში FM 107.3 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი“ გამოაცხადდა.

კომპანიამ რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 6 075 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი“ მაუწყებლობას ლიცენზიის მიღებიდან 2-3 თვის ვადაში დაიწყებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები