მაისი 01, 2013

შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის, შპს ”სისტემა გამას“ და შპს ”რადიო საქართველოს“ კუთვნილ ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელდა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის, შპს ”სისტემა გამას“ და  შპს ”რადიო საქართველოს“ კუთვნილ ლიცენზიებს მოქმედების ვადა მომდევნო 10 წლით – 2023 წლის პირველ მაისამდე გაუგრძელდა.

”რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან ერთად, ლიცენზიის მოდიფიცირებაც განხორციელდა. კომპანიის №B137 ლიცენზიის პირობები შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა,  ლიცენზიის სახედ განისაზღვრა – კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობად – საერთო ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად კი დღე–ღამის განმავლობაში 24 საათი.

შპს ”სისტემა გამა“-ს  №B81 (საერთო  რადიომაუწყებლობა) და №B82 (სპეციალიზებული (შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა)  ლიცენზიებსაც გაუგრძელდა მოქმედების ვადა მომდევნო 10 წლით. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების  ფარგლებში კომპანია დღე–ღამის განმავლობაში 24 საათი  იმაუწყებლებს. რადიოკომპანიის ორივე ლიცენზიის მაუწყებლობის გეორაფიული ზონაა თბილისი.

დღევანდელ სხდომაზე, შპს ”რადიო საქართველოს“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიებსაც გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ესენია, კერძო მაუწყებლობის №B64 (საერთო რადიომაუწყებლობა) და №B65 (სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა)  ლიცენზიები.  სალიცენზიო პირობების მიხედვით, ”რადიო საქართველო“–ს მაუწყებლობის  მოქმედების გეოგრაფიული ზონაა ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ხაშური, ქ. ახალციხე და ქ. თელავი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი 12 საათი იქნება.

გადაწყვეტილებების სრული ვერსიები, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები