აგვისტო 24, 2012

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა მიიღო, რომელიც კომპანიას სხვადასხვა მომსახურების უზრუნველსაყოფად სჭირდება.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი: 800 200 20X, სულ ათი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო.

ნუმერაციის რესურსი: 901 200 20X, სულ ათი სააბონენტო ნომერი, ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“  ინტელექტუალური ქსელებით (საქველმოქმედო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მიიღო.

მესამე ნებართვის საფუზველზე, კომპანიას ნუმერაციის რესურსი: 900 200 20X, სულ ათი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ინტერაქტიული მომსახურებებისა) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო.

გადაწყვეტილებების სრული ვერსიები, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები