ნოემბერი 02, 2015 13:51

შპს ”სათოჯანის” მაუწყებლობის ავტორიზაციაზე უარი ეთქვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სათოჯანს“ მაუწყებლობის ავტორიზაციაზე უარი უთხრა.

კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობას გეგმავდა მიწისზედა თანამაგზავრული სისტემების გამოყენებით, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში თურქულ და ქართულ ენებზე. შპს „სათოჯანს“ სამაუწყებლო კონეფციაში მითითებული ჰქონდა, რომ გარდა გასართობი პროგრამებისა, კომპანია საინფორმაციო პროგრამასაც განათავსებდა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობისთვის წაყენებული მინიმალური პროგრამული მოთხოვნებია, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  შპს „სათოჯანს“არასრულფასოვანი სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენის გამო მაუწყებლობის ავტორიზაციაზე უარი უთხრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები