წვდომის მენიუ

იანვარი 17, 2017 16:40

შპს „სეტანტა ჯორჯია“ მაყურებელს ორ სპორტულ არხს თებერვლიდან შესთავაზებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „სეტანტა სპორტმა“ კერძო სპეციალიზებულ (სპორტი) ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.

კომპანია საზოგადოებას ორ სატელევიზიო არხს შესთავაზებს და ბრენდული სახელწოდებებით „Setanta sports“ და „Setanta sports +“ მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის თებერვლიდან გეგმავს. კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის გამოყენებით და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელების საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. შპს „სეტანტა ჯორჯია“   დღე-ღამეში 18 საათი იმაუწყებლებს და მისი კონტენტი მომხმარებლისთვის ფასიანი იქნება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვრდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები