დეკემბერი 30, 2015 11:40

შპს „შონი ოცდამეორე“ წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „შონი ოცდამეორე“ გარკვეული სამაუწყებლო არხების შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე რეტრანსლირების გამო  წერილობით გაფრთხილა.

კომპანიამ მიმდინარე წარმოების ფარგლებში ვერ შეძლო შემდეგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ეს არხებია: „მედია კავშირი ობიექტივი”, „პალიტრა ტვ“, „TV 11“, „მარაო“, „კომედი არხი“, „ტაბულა“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ერთსულოვნება“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „Шант ТВ“.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „შონი ოცდამეორე“ დაევალა აღნიშნული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლაციის შეწყვეტა. გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები