ნოემბერი 20, 2015 18:19

შპს “სიგულდამ“ ტელე და რადიო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაირა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სიგულდას“ ტელე და რადიო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლაზე თანხმობა მისცა.

შპს „სიგულდა“ კერძო საერთო ტელე და რადიო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი გახდა. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია ინტერნეტი და სხვა ტექნოლოგიები (საკაბელო ქსელის და მიწისზედა თანამგზავრული სისტემების გამოყენება) იქნება. კომპანია ქართულ ენაზე  დღე-ღამის  მინიმუმ 6 საათის განმავლობაში იმაუწყებლებს. შპს „სიგულდა“, ბრენდული სახელწოდებებით „ტივი მაქს“ და „რადიო მაქს“ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2016 წლის 1 აპრილიდან გეგმავს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები