ნოემბერი 16, 2015 11:03

შპს „სკაი კავკასუსი“ წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სკაი კავკასუსი“ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების და კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო წერილობით გააფრთხილა.

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „სკაი კავკასუსი“ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შეამოწმა. შედეგად, გაირკვა, რომ კომპანია შემდეგ სამაუწყებლოი არხებს გადასცემდა შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Starvision“, „Перец“, „Music Box“, „Пятница“, “Eurosport“, “Eurosport 2“,“РЕН ТВ”, “Discovery”, „ID“, „DTX (discovery world),” “Discovery”, “Cartoon Network”,“Setanta sport”, „Дождь”, „Animal planet”. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ასევე, გამოირკვა, რომ შპს „სკაი კავკასუსის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „სკაი კავკასუს“ დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა და განესაზღვრა ათი სამუშაო დღის ვადა კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის კომისიაში სრულყოფილად წარმოსადგენად.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები