წვდომის მენიუ

მაისი 29, 2017 14:34

შპს „სტუდია მაესტრომ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია აუქციონის წესით იყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.

კომპანიას რადიოსიხშირული რესურსი პირდაპირი სატელევიზიო ჩართვების ორგანიზებისთვის, ასევე სატელევიზიო ანძიდან სტუდიაში და სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე სიგნალის გადასაცემად სჭირდება.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 5 932 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, აუქციონის ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 297.00 ლარს შეადგენდა.

შპს „სტუდია მაესტრო“ ლიცენზიით  მომდევნო ათი წლის განმავლობაში ისარგებლებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები