წვდომის მენიუ

აპრილი 26, 2017 16:25

შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

კომპანიას რადიოსიხშირული რესურსი პირდაპირი სატელევიზიო ჩართვების ორგანიზებისთვის, ასევე სატელევიზიო ანძიდან სტუდიაში და სტუდიიდან სატელევიზიო ანზამდე სიგნალის მისაწოდებლად სჭირდება.

კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება 2017 წლის 11 მაისის 17:00 საათამდე გაგრძელდება. სააუქციონო სხდომა 2017 წლის 25 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 5 932 ლარის ოდენობით არის  განსაზღვრული, აუქციონის ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 297.00 ლარს შეადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები