წვდომის მენიუ

თებერვალი 24, 2017 18:58

შპს „თბილისის არხმა“ ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „თბილისის არხმა“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.

კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის მარტიდან გეგმავს. შპს „თბილისის არხი“ დღე-ღამეში 15 საათი ქართულ და რუსულ ენებზე იმაუწყებლებს. კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად  შპს „თბილისის არხის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ნინო ხუნდაძე.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები