მარტი 28, 2012

შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი” დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე   შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი” 5000 (ხუთი ათასი) ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული სანქცია შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ ქ.გორში რადიოსიხშირული სპექტრის (სიშირული დიაპაზონი 11.864-12.064 მჰც) ულიცენზიოდ და მინიჭების გარეშე გამოყენებისთვის დაეკისრა.

კომისია განმარტავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი”, გარდა იმისა, რომ არის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი და ახორციელებს საერთო მაუწყებლობას, ამავდროულად წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს (ე. წ. საკაბელო ოპერატორს). სწორედ აღნიშნული საქმიანობის (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი) განსახორციელებლად შპს ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის და კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭების უფლების გარეშე, იყენებდა ზემოთ მითითებულ სიხშირულ დიაპაზონს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები