აპრილი 22, 2013

შპს ”ტელეიმედის” თანამგზავრულ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს ”ტელეიმედის” კუთვნილ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა  მომდევნო ათი წლით – 2023 წლის 22 აპრილამდე გაუგრძელდა.

ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემდეგ, ტელეკომპანია მომდევნო ათი წელი  კვლავ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დღე–ღამის განმავლობაში 24 საათი იმაუწყებლებს. სალიცენზიო პირობების თანხმად, “ტელეიმედის“ კუთვნილი №B94  ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა  კი საერთო ტელემაუწყებლობა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები