ივლისი 26, 2013

შპს ტელეკომპანია „აისის“ და შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ სამაუწყებლო ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელეკომპანია „აისის“ და შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ სამაუწყებლო ლიცენზიებს მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელა.

„საქართველოს ხმა“ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს. კომპანია მაუწყებლობას თბილისში ახორციელებს და მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღეა-ღამის განმავლობაში 15 საათია. კომპანიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაში საქართველოს  სახელმწიფო ცენტრალურ ბიუჯეტში 10 692 ლარი უნდა გადაიხადოს.

შპს ტელეკომპანია „აისი“ კი კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს, რომლის გეოგრაფიული არეალი თბილისია და მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში 6 საათია. კომპანიამ ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლებაში საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ ბიუჯეტში 63 374 ლარის და 40 თეთრის გადახდა უნდა უზრუნველყოს.

ორივე სამაუწყებლო კომპანიის ლიცენზიებს მოქმდების ვადა 2023 წლის 29 ივლისამდე გაუგრძელდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები