წვდომის მენიუ

იანვარი 16, 2013

შპს ”ტელეკომპანია გურჯაანმა“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის უფლება მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”ტელეკომპანია გურჯაანის“  სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მოდიფირებული ლიცენზია ტელეკომპანიას საშუალებას აძლევს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებითაც იმაუწყებლოს. ”ტელეკომპანია გურჯაანის“ ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი 6 საათი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები