წვდომის მენიუ

ნოემბერი 25, 2016 15:50

შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მაუწყებლობა მოდიფიცირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ტელეკომპანია  I სტერეომ” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ განცხადებით მიმართა. მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისას მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართელოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიამ შპს „ტელეკომპანია  I სტერეოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას მაუწყებლობის სახეობად სპეციალიზებული (მუსიკალური) ტელემაუწყებლობა განუსაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები