შპს ტელეკომპანია “კავკასია“ ღია ეთერით მაუწყებლობის არეალს აფართოებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციაში ცვლილებები შეიტანა და მაუწყებლობის არეალი გაუფართოვა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „კავკასია“ გარდა თბილისისა, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით, ღია ეთერით გავრცელებას შემდეგ ქალაქებშიც შეძლებს: ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. თელავში და ქ. ფოთში. ტელეკომპანია ასევე ფლობს საკაბელო ქსელის, ინტერნეტის და მიწისზედა თანამგზავრული სისტემებით გავრცელების უფლებას.
გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.