აგვისტო 15, 2012

შპს ტელეკომპანია „კავკასია“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით დაიწყო.

შპს ტელეკომპანია „კავკასია“ მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილებას ითხოვს, რომ კომპანიას  შესაძლებლობა მიეცეს ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

საკითხის ზეპირი მოსმენა  2012 წლის 13 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები