წვდომის მენიუ

მარტი 18, 2016 17:57

შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ წერილობითი გაფრთხილება მიეცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეკომპანია კავკასია“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

ტელეკომპანიის ეთერში განთავსებული იყო მხატვრული ფილმები „Family Man”,  “Everyone says I love you”,   „Fifth Element”,  „Charlies Angels“,  „Sherlok Holmes“,  „Pirates of the Caribbean“,  „Devil Wears Prada“,  „Valentines Day“,  „Alice in Wonderland“, „Kate and Leopold“, რომელთა ეთერში გაშვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ ვერ შეძლო.

საკითხის საჯარო სხდომაზე განხილივ შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ დაარღვია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენცია,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულება, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  და  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები