ივნისი 17, 2013

შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” კუთვნილ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ”კავკასიის” კერძო მაუწყებლობის №B23 ლიცენზიას ვადა  ათი წლით, 2023 წლის 17 ივნისამდე გაუგრძელდა.

მომდევნო ათი წელი ტელეკომპანია კვლავ თბილისში, დღე–ღამის განმავლობაში მინიმუმ 8 საათი იმაუწყებლებს. ტელეკომპანიის კუთვნილი ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა კი საერთო ტელემაუწყებლობა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები