წვდომის მენიუ

ივლისი 14, 2017 11:47

შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ სპეციალიზებული მაუწყებელი გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ტელეკომოპანია მაესტროს“ მოთხოვნა და მაუწყებლობის ავტორიზაციაში საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული მაუწყებლობა განუსაზღვრა.

შპს „ტელეკომპანია მაესტრო“ ბრენდული სახელწოდება „ვინილით“ მაუწყებლობს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი ილია კიკაბიძეა. კომპანია მუსიკალურ/გასართობი პროგრამებით გააგრძელებს მაუწყებლობას.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები