ოქტომბერი 03, 2014 17:47

შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის კერძო მაუწყებლობის  №B162 ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელა.

კომპანია №B162 ლიცენზიის ფარგლებში სპეციალიზებული (ტელეშოპინგის) პროგრამებით მაუწყებლობის უფლებას ფლობდა. კომპანიის ხელმძღვანელობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შპს ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს ლიცენზიის სახედ განესაზღვრა საერთო ტელემაუწყებლობა, რაც გულისხმობს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობას.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები