შპს ,,ტელეკომპანია თბილისს“ სანქცია დაეკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სარეკლამო დროის ლიმიტების დარღვევის გამო შპს „ტელეკომპანია თბილისი“ წერილობით გააფრთხილა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი თანახმად, „მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshoping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღმატებოდეს 20%-ს“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის თანახმად გამოვლინდა, რომ მაუწყებელი ერთ სამაუწყებლო საათში სამაუწყებლო რეკლამას ანთავსებდა 20%-იანი ლიმიტის დარღვევით, კერძოდ:
29 ივნისი - ერთ სამაუწყებლო საათში 09:15:13
09:35:09
09:50:35
09:59:38
10:11:33
საერთო ხანგრძლივობა: 14 წთ. 31 წმ.
30 ივნისი- ერთ სამაუწყებლო საათში 09:25:30
09:33:36
09:52:10
10:14:46
საერთო ხანგრძლივობა: 14 წთ. 51 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 12:26:49
12:53:59
13:14:28
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 44 წმ.
ერთ სამაუწყებლო საათში 15:24:14
15:39:37
15:51:39
16:12:54
საერთო ხანგრძლივობა 12 წთ. 43 წმ.
1 ივლისი - ერთ სამაუწყებლო საათში 12:20:19
12:32:13
12:53:56
13:13:04
საერთო ხანგრძლივობა: 12 წთ. 43 წმ.