წვდომის მენიუ

თებერვალი 03, 2017 14:18

შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ გასართობ სატელევიზო არხს აკეთებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ მიმართა და ახალი მუსიკალურ/გასართობი არხის შესაქმნელად კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია მოითხოვა.

კომპანია დღე-ღამეში 12 საათი იმაუწყებლებს ქ. ქუთაისში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით, ასევე ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი.

კომისიამ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ განცხადება დააკმაყოფილა, კომპანია მაუწყებლობის დაწყებას  მიმდინარე თვის 17 რიცხიდან გეგმავს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები