დეკემბერი 24, 2012

შპს „TV კვირიკემ“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „TV კვირიკემ“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

ტელევიზიას ამიერიდან საშუალება აქვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმაუწყებლოს. შპს „TV კვირიკეს“ ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა – სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი 6 საათი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები