მარტი 27, 2014

შპს „TV3“ პირდაპირი ჩართვებისთვის რადიოსიხშირული სპექტრი სჭირდება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „TV3“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია კომპანიას თბილისის ტერიტორიიდან – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე მობილური ჩართვებისთვის სჭირდება.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 2966,40 (ორი ათას ცხრაას ცამოცდაექვსი და 40) ლარით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე, ამ შემთხვევაში, 148 (ასორმოცდარვა)  ლარს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 28 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება კი 2014 წლის 11 აპრილის 17:00 საათამდე იწარმობს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები