დეკემბერი 02, 2013

შპს “TV3” რადიოსიხშირის მფლობელი გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ აუქციონში შპს  “TV3”-მა გაიმარჯვა.

კომპანიას, თბილისის ტერიტორიაზე, მთაწმინდის ანძის მიმართულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია მობილური ჩართვებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სჭირდება.

კომისიამ, შპს “TV3”-ის განცხადების საფუძველზე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი 2013 წლის 28 ოქტრომბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები