ივნისი 21, 2013

შპს „TV8“-მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს "TV8"-მ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

სალიცენზიო პირობების თანახმად, შპს „TV8"-ს საშუალება აქვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმაუწყებლოს. კომპანიის კუთვნილი №B146 ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი დღე-ღამის განამვლობაში 6 საათი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები