თებერვალი 12, 2015 19:16

შპს „TV8“-ს მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად რადიოსიშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „TV8“-ის განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპეტქრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.

შპს „TV8“-ს ტელემაუწყებლობის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპეტქრი  სჭირდება.

კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონში მონაწილე პირების საბუთების მიღება 2015 წლის 9 მარტის 17:00 საათამდე იწარმოებს. სააუქციონო სხდომა 2015 წლის 19 მარტს 13:00 საათზე გაიმართება.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 5 932 ლარით განისაზღვრა, აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა 297 ლარი იქნება.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გდაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები