მარტი 19, 2015 16:28

შპს „TV8“-ს მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადებული აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „TV8“-ის განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპეტქრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

შპს „TV8“-ს ტელემაუწყებლობის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპეტქრი  სჭირდება.

აუქციონში მონაწილე პირების საბუთების მიღება კომისიაში 2015 წლის 9 მარტის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.  განაცხადი აუქციონში მონაწილეობის თაობაზე კომისიაში არც ერთ კომპანის არ წარმოუდგენია, რის გამოც აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები