მაისი 11, 2012

შპს „ვანექსმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ვანექსის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ორი ნებართვა გაიცა.

კომპანია ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს  ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ვანექსმა“ შემდეგი სახის ნებართვები მიიღო:

ნუმერაციის რესურსი ხაშურის  მუნიციპალიტეტში: 220 XXX (სულ ათასი  სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, რესურსი გათვალისწინებულია ავტორიზებული საქმიანობისთვის.

და ნუმერაციის რესურსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში: 240 XXX (სულ ათასი  სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, რესურსი გათვალისწინებულია ავტორიზებული საქმიანობისთვის.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები