წვდომის მენიუ

თებერვალი 12, 2016 14:56

შპს „ვი-ეს“-ის რადიომაუწყებლობის ლიცენზიის შპს „მომავლის რეკლამისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობა გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, 11 თებერვალს გამართულ სხდომაზე შპს ”ვი-ეს”-ს  მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის  შპს ”მომავლის რეკლამისთვის” (რადიო „დარდიმანდი“) გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

შპს „ვი-ეს“ ქ. ქუთაისში 105.0 მგჰც სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს, №B59  ლიცენზიის მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდეა.

 კომისიის გადაწყვეტილებით შპს „მომავლის რეკლამას“ (რადიო „დარდიმანდი“) დაევალა კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები